თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) საქართველოს პარლამენტს წერილობითი მოსაზრებები წარუდგინა პარლამენტის წევრების, ზაზა გაბუნიას, არჩილ თალაკვაძის, მარიამ ჯაშის, ბექა ოდიშარიას და ალექსანდრე ქანთარიას მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტზე.
„წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, კოდექსს ემატება 1502 მუხლი, რომლითაც ხდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯების 150-ე მუხლიდან ცალკე გამოყოფა და დაწესებულია უფრო მაღალი ჯარიმები, ვიდრე ეს 150-ე მუხლით დღეისათვის არის დადგენილი.
150-ე მუხლის პრაქტიკაში გამოვლენილი განმარტებები პოლიციას აძლევს შესაძლებლობას, ხელისუფლებისთვის არასასურველი შინაარსის გამოხატვის ფორმები „იერსახის დამახინჯებად", და შესაბამისად, სამართალდარღვევად დააკვალიფიციროს[2]. საია-ს მოსაზრებით, აღნიშნული მუხლი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე (გამოხატვის თავისუფლება), 25-ე (მშვიდობიანი შეკრების უფლება) და 26-ე (გაერთიანების თავისუფლება) მუხლებს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge