en
ge

საია: ირაკლი ხოფერიას საქმის გამოძიება ჭიანურდება

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) მიიჩნევს, რომ ირაკლი ხოფერიას მიმართ განხორციელებული წამების საქმის გამოძიება უსაფუძვლოდ ჭიანურდება.
2017 წლის 16 თებერვალს, ირაკლი ხოფერია პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს, აწამეს, შემდეგ კი გაირკვა რომ, ის სხვა პირში შეეშალათ. გათავისუფლების შემდეგ, მოქალაქეს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა: თავის ტრავმა, გულმკერდის ზედაპირული ტრავმა, სისხლნაჟღენთები...
„საია-მ არაერთხელ მოუწოდა შესაბამის ორგანოებს, დროულად ჩაეტარებინათ ყველა საგამოძიებო მოქმედება და პასუხისგებაში მიეცეთ პოლიციის შესაბამისი თანამშრომლები, თუმცა, 2017 წლის თებერვლიდან დღემდე ამ საქმეზე განვითარებული მოვლენები გვაფიქრებინებს, რომ გამოძიება არაეფექტურად და მნიშვნელოვანი შეფერხებებით მიმდინარეობს".
ორგანიზაცია მოუწოდებს პროკურატურას, დროულად გამოიძიოს ირაკლი ხოფერიას საქმე.
სრულად...
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)