en
ge

საია ლაშა კაციასთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას მოითხოვს

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) ლაშა კაციას სახელით საჩივრით მიმართა თბილისის პროკურატურას, რომლითაც ითხოვს მისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას. „საჩივრით მიმართვა საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც საქმის ზედამხედველმა პროკურორმა ლაშა კაციას უარი უთხრა დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე. დაზარალებულის სტატუსის გარეშე ლაშა კაცია მოკლებულია შესაძლებლობას გაეცნოს საქმის მასალებს და იყოს საქმის კურსში მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. ის ასევე ვერ სარგებლობს საპროცესო კანონმდებლობით დაზარალებულისთვის მინიჭებული სხვა უფლებებით და საქმეში მონაწილეობს მხოლოდ მოწმის სტატუსით", ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაცია მოუწოდებს პროკურატურას დააკმაყოფილოს წარდგენილი საჩივარი და ლაშა კაცია დაზარალებულად ცნოს.
სრულად...
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)