თბილისი. ბავშვთა პირველი ჰოსპისი საქართველოში, 2017 წელს გაიხსნა და ის სამი მიმართულებით ფუნქციონირებს: სტაციონარი, დღის ცენტრი და შინ ზრუნვა.
„ბავშვთა პალიატიური მზრუნველობა აერთიანებს კლინიკურ, ფსიქოლოგიურ, ეთიკურ და სულიერ ასპექტებს იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც ცოტა ხნის სიცოცხლე აქვთ დარჩენილი.
მოზრდილებისგან განსხვავებით, პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე ბავშვებს სხვა ტიპის მიდგომა სჭირდებათ.
განვითარებული ქვეყნების ჰოსპისების მაგალითი, გვაჩვენებს, რომ ბავშვის ტკივილის შემსუბუქებაში და მშვიდად ყოფნაში, დიდი როლი ეკისრება მუსიკის თერაპიას. პროექტის მიზანია საზღვარგარეთ კადრის მომზადება მუსიკის თერაპიაში და შემდგომში მისი ანაზღაურების გადახდა ჰოსპისში (1 წლის მანძილზე)", ნათქვამია ჰოსპისის პროექტის აღწერაში.
წყარო: idea.tbilisi.gov.ge