en
ge

დეპუტატ არველაძის ინიციატივა ეწინააღმდეგება ანტიკორუფციული პოლიტიკის მიზნებს

თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციები თვლიან, რომ დეპუტატ არველაძის ინიციატივა ეწინააღმდეგება საქართველოს ანტიკორუფციული პოლიტიკის მიზნებსა და ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებს.
„შემოთავაზებული პროექტი მნიშვნელოვნად ასუსტებს დღეს არსებულ პრევენციისა და სანქცირების სტანდარტს, ზრდის ინტერესთა კონფლიქტის შესაძლებლობას და ამცირებს თანამდებობის პირების მიმართ საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას. განსაკუთრებით შემაშფოთებელია წინადადება, რომ გაუქმდეს ჯარიმა თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციაში საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, რადგანაც ასეთი ცვლილება არსებითად აზრს დაუკარგავს ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემას, რომელიც გასულ წელს ამოქმედდა და ყველაზე მნიშვნელოვანი ანტიკორუფციული რეფორმა იყო უკანასკნელ წლებში. აღსანიშნავია, რომ მონიტორინგის სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებაა საქართველო-ევროკავშირის 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგის თანახმად", ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
სრულად...
წყარო: www.transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)