en
ge

შშმ პირთა დასაქმების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების მონიტორინგის ანგარიში

თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველმა დღეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების მონიტორინგის ანგარიში წარმოადგინა.
სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში შეფასებული და გაანალიზებულია მოქმედი ნორმატიული ბაზა, მათ შორის მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული სამი სახელმწიფო პროგრამა, ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან მიღებული ინფორმაცია. დოკუმენტში საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში შშმ პირებთან გამართული შეხვედრების შედეგებიც არის ასახული.
სახალხო დამცველის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დეპარტამენტმა მონიტორინგის შედეგად დაადასტურა, რომ მიუხედავად სახელმწიფოს გაცხადებული ნებისა – უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმება და რიგი პროგრამების არსებობისა, სათანადო სამართლებრივი გარანტიების, პრაქტიკული ხელშეწყობისა და აღსრულების ეფექტური მექანიზმების ნაკლებობის გამო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შრომის უფლების რეალიზება სათანადოდ არ ხდება.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)