en
ge

ომიდან 10 წლის შემდეგ დევნილთა არსებული მდგომარეობაზე ანგარიში მომზადდება

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ კოდის დევნილთა დასახლების სათემო ცენტრში, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულ პირებთან.
შეხვედრა შეეხებოდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას, რომელიც სასამართლოს პროკურორის ოფისმა 2 წლის წინ დაიწყო. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ინდივიდუალურად გამოკითხეს დასახლებაში მცხოვრები დევნილები სპეციალურად შედგენილი კითხვარების მეშვეობით. აღნიშნული მიზნად ისახავს დევნილთა ამჟამინდელი საჭიროებებისა და პრობლემების გამოკვლევას და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სპეციალური ანგარიშის მომზადებას, რომელშიც ომიდან 10 წლის შემდეგ დევნილთა არსებული მდგომარეობა იქნება ასახული. შეგროვებული ინფორმაცია ანალიტიკური დამუშავების შემდეგ მიეწოდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სხვადასხვა ორგანოებსა და დაზარალებულთა ნდობის ფონდს.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)