en
ge

განცხადება „რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით

თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან „რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას. ამ ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მთავრობა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს სთხოვს „რუსთავი 2-თან" დაკავშირებით დროებითი ღონისძიება გააუქმოს და სასამართლო დავის დასრულებამდე კომპანია მის „კანონიერ მესაკუთრეს - ქიბარ ხალვაშს” გადაეცეს.
„ნიშანდობლივია, რომ ეროვნულ დონეზე საქმის განხილვას თან ახლდა არაერთი გარემოება, რაც ლეგიტიმური კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა სასამართლოს მიუკერძოებლობას და ასევე მიანიშნებდა ხელისუფლების დაინტერესებაზე საქმის შედეგით. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ არ გაუქმდეს დროებითი ღონისძიება ევროსასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, რათა მესაკუთრის ცვლილებამ მაუწყებლის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება არ გამოიწვიოს. ის, რომ სწორედ „რუსთავი 2”-ის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკაა ხელისუფლებისათვის პრობლემა, მათ მიერ სტრასბურგის სასამართლოსთვის გაგზავნილი მიმართვაშიც ნათლად ჩანს. აღსანიშნავია, რომ დიდწილად სწორედ დროებითი ღონისძიების მეშვეობით გახდა შესაძლებელი კრიტიკული და პლურალისტური მედიაგარემოს შენარჩუნება 2017 წლის არჩევნების პერიოდში”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: gdi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023