en
ge

ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფს (LAG) ავსტრიელი პარტნიორები ეწვივნენ

აჭარა. ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე CENN-ის პროექტის - „ქედა ლიდერი" ფარგლებში, ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფს (LAG) სამუშაო ვიზიტით პარტნიორი ორგანიზაციის – ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტის (ÖIR) წარმომადგენლები ეწვივნენ.
ÖIR 1957 წელს დაფუძნებული რეგიონული დაგეგმარების მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციაა, რომელიც ევროკავშირის არაერთ ქვეყანაში LEADER-ის მიდგომის განხორციელების პროცესში არის ჩართული კონსულტანტად. საქართველოში, CENN-თან და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ÖIR ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფს უწევს კონსულტაციას სტრატეგიის შემუშავების, ორგანიზაციის გაძლიერებისა და ევროპული გამოცდილების გაზიარების მიმართულებებით.
ვიზიტის ფარგლებში, პარტნიორებმა იმსჯელეს პროექტის მსვლელობაზე. ქედის LAG-ი ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავებასთან დაკავშირებულ ევროპულ გამოცდილებასა და ავსტრიული LAG-ების ფუნქციონირების თავისებურებებს გაეცნო და მოისმინა შესაბამისი რეკომენდაციები. აგრეთვე, გაიმართა ვორქშოპი თემატური მიმართულებების დახვეწისა და სტრატეგიის შემუშავების შემდგომი ეტაპების დასაგეგმად.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)