en
ge

სახალხო დამცველის რეკომენდაცია ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის

თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველმა, ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ რეფერირების პროცედურის დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეკომენდაციით მიმართა.
„საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტმა არაერთი ადრეულ ასაკში ქორწინების/ნიშნობის საქმე შეისწავლა, როდესაც ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულებები ინფორმირებულნი იყვნენ ქორწინების/ნიშნობის ფაქტის შესახებ, თუმცა პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებებისთვის არ მიუმართავთ.
მიუხედავად იმისა, რომ ადრეულ ასაკში ქორწინება არღვევს ბავშვის ჯანმრთელობის, განათლების, თანასწორობის, ძალადობისა და ექსპლუატაციისგან თავისუფალ გარემოში ცხოვრების უფლებას, ქორწინების ნებაყოფლობითობის, ტრადიციული ფაქტორისა თუ წყვილის თანაცხოვრების მიზეზით, არასრულწლოვანის ინტერესების დასაცავად ხშირ შემთხვევებში არანაირი ღონისძიებები არ ტარდება", - აღნიშნულია რეკომენდაციაში.  
სრულად
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)