en
ge

პროკურორებისა და საგამოძიებო ორგანოების ურთიერთობა: აშშ, ინგლისი, უელსი

თბილისი. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა" (EMC), ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით, თარგმნა რიჩარდ ვოგლერის კვლევა „პროკურორებისა და საგამოძიებო ორგანოების ურთიერთმიმართება ორ ანგლო-ამერიკული სამართლის ქვეყანაში: ამერიკის შეერთებული შტატები, ინგლისი და უელსი".
„წინამდებარე მოკლე კვლევის მიზანია, გააანალიზოს საპროკურორო და საგამოძიებო ორგანოების ურთიერთმიმართება საერთო სამართლის ორ ქვეყანაში, იმისთვის, რომ წარმოდგენილ იქნეს შედარებით სამართლებრივი კონტექსტი საქართველოში ამ სფეროში არსებული ბოლოდროინდელი ტენდენციების გასაანალიზებლად. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ამ ორგანოების ავტონომიის და დამოუკიდებლობის დონეს, პირველ რიგში მთავრობისგან, ხოლო შემდგომში ერთმანეთისგან. დოკუმენტში გაანალიზებულია სისხლის სამართლის პროცესის წარმართვის უფლებამოსილებების, საგამოძიებო ორგანოდან საპროკურორო ორგანოებზე გადასვლის ეტაპი და პროცედურები. ამ მიზნით, გასაანალიზებლად შეირჩა ამერიკის შეერთებული შტატების, ინგლისისა და უელსის იურისდიქციები", - ვკითხულობთ თარგმანის წინასიტყვაობაში.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)