en
ge

შსს-ს გენერალური ინსპექციის წინააღმდეგ სასამართლომ EMC-ის სარჩელი დააკმაყოფილა

თბილისი. 2018 წლის 24 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, დააკმაყოფილა „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC) სარჩელი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის წინააღმდეგ და სამინისტროს საკუთარი თანამშრომლების მიმართ ხელახალი დისციპლინური წარმოების ჩატარება დაავალა. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი"(EMC) შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ დავაში იცავს დაზარალებული ჯ.ს.-ს ინტერესებს.
დაზარალებული 2017 წლის ოქტომბერში, ქუჩაში გააჩერა და გამოკითხა დაახლოებით ხუთმა სამართალდამცველმა. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ ყოველგვარი დასაბუთებისა და ახსნა-განმარტების გარეშე, პოლიციელებმა მოქალაქეს გადაუღეს ფოტოები და დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში, სასამართლოს განჩინების და გამოძიების დადგენილების გარეშე, ჩხრეკდნენ მის საცხოვრებელ ბინას.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)