იმერეთი. საჯარო გამოსვლებისა და დებატების ტექნიკების ტრენინგ კურსის მონაწილეები სტუმრად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალში იმყოფებოდნენ.
„შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში გაიმართა. მოსწავლეებმა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წამომადგენლებთან ერთად იმსჯელეს პროპორციულ და მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემებზე და მიიღეს პასუხი ყველა მათთვის საინტერესო კითხვაზე საარჩევნო სისტემის ირგვლივ.
საჯარო გამოსვლებისა და დებატების ტექნიკების 3 თვიანი ტრენინგ კურსი edec-ის საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში ხორციელდება. კურსის მონაწილეები საჯარო სკოლების მოსწავლეები არიან", ნათქვამია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში