en
ge

სახალხო დამცველის წინადადება მსტ სახლების ბენეფიციართა შესახებ

თბილისი. 2018 წლის 16 აპრილს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავრობას, მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში მცხოვრებ ბენეფიციართა, სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, სათანადო მომსახურებით უზრუნველყოფის შესახებ.
საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში ჩატარებულმა მონიტორინგმა გამოკვეთა, რომ ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად, წლების განმავლობაში, რჩება არასრულწლოვნების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებისა და მცირე საოჯახო ტიპის სახლების მომსახურებიდან გასული 18 წლის პირების უფლებების დაცვის საკითხი. ხშირ შემთხვევაში, 18 წლის ახალგაზრდა ადამიანი ზრუნვის სისტემას დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მოუმზადებელი ტოვებს - არ არის დასაქმებული, არ აქვს თავისი ინტერესების შესაბამისი პროფესია, არ არის უზრუნველყოფილი საცხოვრებლით. სახელმწიფოს ამ დრომდე არ აქვს მომსახურებიდან გასული 18 წლის პირების მხარდაჭერის კონკრეტული სერვისი, რაც მორგებული იქნება მათ ბაზისურ საჭიროებებზე, რათა მიეცეთ განათლების მიღების შესაძლებლობა და დაცული იყვნენ სიღარიბის, ძალადობისა და სხვა საფრთხეებისგან.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)