en
ge

ხულოს განვითარების ჯგუფი გამოცდილების გასაზიარებლად ლაგოდეხს ესტუმრა

კახეთი. ხულოს მუნიციპალიტეტის განვითარების ჯგუფი (LAG) ლაგოდეხს სამუშაო ვიზითით ესტუმრა. შეხვედრის მიზანი ლაგოდეხის LAG-ის გამოცდილების გაზიარება იყო.
ვიზიტის ფარგლებში ხულოსა და ლაგოდეხის ადგილობრივი განვითარების ჯგუფებს შორის სამუშაო შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე ორივე მხარემ გააკეთა პრეზენტაცია განხორციელებული საქმიანობებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. შეხვედრაზე ENPARD ლაგოდეხის პროექტის მენეჯერმა ისაუბრა არსებული გამოცდილების შესახებ, აგრეთვე ყურადღება გაამახვილა ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის ძირითად ელემენტებსა და მის მნიშვნელობაზე პროექტის განხორციელების პროცესში. ხულოს LAG-მა მიიღო საგრანტო ეტაპთან დაკავშირებული რეკომენდაციები და ინფორმაცია ძირითადი გამოწვევების შესახებ.
დღის მეორე ნახევარში, ორივე LAG-ის წარმომადგენლებმა, ლაგოდეხში, ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან თანამშრომლობით ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ბიზნეს ინიციატივები მოინახულეს. მათ შორის იყო ვარდი სათბური, ბავშვთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი, მარწყვის სათბური, სამაცივრე მეურნეობა და კიტრის სათბური.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023