თბილისი. 26 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა ევროპარლამენტში ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეექვსე სხდომაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას მკვლელების დასჯის აუცილებლობას.
სახალხო დამცველმა, ასევე, ისაუბრა: მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის აუცილებლობის, სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების ხარვეზების, პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმების, ქალთა მიმართ ძალადობისა და თანასწორობის საკითხების, შრომის უფლებების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი