აჭარა. ასოციაციაში „ღირსეული სიბერე" სრულდება ტრენინგების ციკლი „საოჯახო ბიზნესის გაძლიერების ხელშეწყობა".
„პროგრამაში მონაწილეობას იღებდნენ 50 წლის ზემოთ ასაკის ადამიანები, რომლებსაც აქვთ მცირე ბიზნესი, ან აპირებენ ბიზნესის დაწყებას. ის ითვალისწინებდა საგანმანათლებლო ტრენინგებს მეცხოველეობასა და მემცენარეობაში, ასევე ტრენინგს ბიზნესის ადმინისტრირებაში და საგრანტო კონკურსს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში