თბილისი. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლები, სპეციალურ შეხვედრაზე, გაეცნენ გაეროს ბავშვთა ფონდისა და ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” მიერ მომზადებულ სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოს – „მართლმსაჯულება და ბავშვის უფლებები”.
სახელმძღვანელო მომზადდა ევროკავშირის პროექტის - „მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში” ფარგლებში. პროექტის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს საკუთარი უფლებების შესახებ ბავშვების ინფორმირება, მათთვის გასაგებ ენაზე.
წყარო: https://phrgeorgia.wordpress.com