თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აქვეყნებს ბლოგპოსტს: „ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ რეგულაციები მკაცრდება".
„საქართველოს პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს კანონპროექტთა პაკეტს, რომელიც ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ რეგულაციების გამკაცრებას, მათ შორის შემაკავებელი ორდერის სავალდებულო წესით გამოცემას ითვალისწინებს.
ინიციატორის მითითებით, კანონპროექტის მიღების საჭიროება განპირობებულია ოჯახში ძალადობის ფაქტებთან/ოჯახურ დანაშაულებთან ბრძოლის კიდევ მეტად დახვეწის აუცილებლობით, განსაკუთრებით კი როცა საქმე ეხება ამგვარი დანაშაულის ჩადენას იარაღის გამოყენებით. ოჯახური დანაშაულისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის უკეთ დაცვის მიზნით, საჭიროა პოლიციელის უფლებამოსილების გაზრდა და იმ კონკრეტული შემთხვევების განსაზღვრა, როდესაც მას შემაკავებელი ორდერის გამოცემისა და მასში იარაღით სარგებლობის უფლების შეზღუდვის მითითების კანონით უზრუნველყოფილი უფლება ექნება”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: www.transparency.ge