თბილისი. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC) წარმოადგენს ანალიტიკურ დოკუმენტს „როგორ იზომება სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი - გამამართლებელი განაჩენების სტატისტიკა".
„წლების განმავლობაში, სასამართლოს დამოუკიდებლობის შეფასების ერთ-ერთ კრიტერიუმად სასამართლოში საქმეთა განხილვის სტატისტიკა გამოიყენებოდა. 2013 წლამდე, მედიისთვის დახურული სასამართლო პროცესების ფონზე, საქმეთა განხილვის მაჩვენებლები, ქმნიდა ზოგად წარმოდგენას რამდენად თავისუფალი იყო სასამართლო სისტემა ხელისუფლების სხვა შტოების გავლენებისგან. სასამართლოზე გავლენების შეფასებისას, განსაკუთრებული ყურადღება სისხლის სამართლის საქმეთა განხილვის მაჩვენებლებზე, მიღებულ გამამართლებელ და გამამტყუნებელ განაჩენებზე, მახვილდებოდა”, - ვკითხულობთ დოკუმენტში, - „მიუხედავად იმისა, რომ ცალკე აღებული გამამართლებელი/გამამტყუნებელი განაჩენების რიცხვი მართლმსაჯულების სისტემის შეფასებისთვის, არასაკმარის და არასანდო მონაცემს წარმოადგენს, უკიდურესად დაბალი გამამართლებელი განაჩენების სტატისტიკა, სისტემის სხვა გამოწვევებთან ერთად, თავისთავად ქმნიდა ავთენტურ სურათს სასამართლოს სისტემაზე".
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი