en
ge

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ახალი ორწლიანი პროექტი იწყება

თბილისი. ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ახალი ორწლიანი პროექტის განხორციელება წელს იწყება. პროექტი - "პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგისა და ჩართულობის გზით” (PrIME) მიზნად ისახავს საქართველოს პროკურატურის დამოუკიდებლობისა და შესაძლებლობების გაძლიერებას; პროკურატურის ანგარიშვალდებულების გაზრდა და სახელმწიფოს, სამოქალაქო სექტორს, მედიასა და საზოგადოებას შორის სისტემაში მიმდინარე ძირითად რეფორმებთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცვლის პრაქტიკის გაუმჯობესებას.
პროექტი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC) და სტუდია მონიტორთან თანამშრომლობით ხორციელდება და ითვალისწინებს მრავალმხრივ მიდგომას, რომლის ფარგლებშიც IDFI და მისი პარტნიორი ორგანიზაციები იმუშავებენ ოთხი მიმართულებით: 1. მონიტორინგი; 2. ჟურნალისტური გამოძიება; 3. შესაძლებლობის გაძლიერება საქართველოს საპროკურორო და საგამოძიებო სისტემებში მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის უზრუნველსაყოფად; და 4. ცნობიერების ამაღლება ქალთა წინააღმდეგ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულების შესახებ. პროექტის სრული ბიუჯეტი შეადგენს 333,321.64 ევროს. პროექტი 26 თვიანია და 2018-2010 წლებში განხორციელდება.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)