en
ge

თბილისის საქალაქო სასამართლო პრეზერვატივ „აიისას“ რეკლამის კანონიერებაზე იმსჯელებს

თბილისი. 2 მაისს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლო ი/მ ანი გაჩეჩილაძის მიმართ ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს განიხილავს, რომლითაც მერია მიიჩნევს, რომ პრეზერვატივ „აიისას" შეფუთვა და მისი რეკლამა არაეთიკურია.
„თბილისის მერია მოითხოვს როგორც პრეზერვატივის მწარმოებლის დაჯარიმებას (500 ლარის ოდენობით), ასევე მისთვის მოვალეობის დაკისრებას, უარი თქვას შეფუთვისა და რეკლამის სამომავლო გამოყენებაზე.
GDI-ს მიაჩნია, რომ „აიისას" მიმართ თბილისის მერიის მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი არის დაუსაბუთებელი და გამოცემულია სათანადო გამოკვლევის გარეშე. ოქმში არაფერია ნათქვამი ადრესატის კონკრეტულად რომელი ქმედება (რომელი რეკლამა ან შეფუთვა) მიიჩნია ადმინისტრაციულმა ორგანომ არაეთიკურად ან რაში გამოიხატა თავად ქმედების არაეთიკურობა", ნათქვამია ორგანიზაციის ვეგვერდზე.
სრულად...
წყარო: gdi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023