თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს კვლევის ანალიზს: ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული სტატისტიკის ანალიზი: პრაქტიკა და გაცხადებული მიზნები ერთმანეთს არ ემთხვევა.
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) 2015 წელს გამოაქვეყნა ნარკოტიკულ დანაშაულებთან დაკავშირებული სტატისტიკის ანალიზი და ხაზი გაუსვა ნარკომომხმარებელთა რეაბილიტაციის პროგრამების საჭიროებას. ამავე სტატიაში IDFI-მ გამოყო ის ძირეული პრობლემა, რაც ნარკოდანაშაულისთვის სამართლიანი და პროპორციული სასჯელის დაწესებასთან დაკავშირებით არსებობს.
ეს პრობლემები 2018 წლისთვისაც გადაუჭრელი რჩება. სწორედ ამიტომ, საინტერესოა, განვიხილოთ 2018 წლამდე არსებული სტატისტიკური მონაცემები, ნარკოტიკული საშუალებების ფლობის, გასაღებისა და მოხმარებისთვის სისხლის ან ადმინისტრაციულ სამართლებრივ პასუხიმგებლობებთან დაკავშირებით", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: idfi.ge