აჭარა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, პორფესორ თომას კრუსმანის სემინარი ჩატარდა თემაზე: „გერმანული კაზუისტიკის მეთოდიკა ქართულ სისხლის სამართალში”.
„შეხვედრის მიზანი იყო, სტუდენტებისთვის საბაზისი ცოდნის მიწოდება კაზუსის ამოხსნის გერმანულ მეთოდიკაზე, შედარებით-სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე როგორც ანგლო-საქსური სამართლის პრეცედენტების, ისე გერმანულ სისხლის სამართალში გახმაურებული საქმის მეშევეობით”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში