აჭარა. დისკუსიათა ციკლის „მედია და საზოგადოება” მე-9 შეხვედრა გაიმართა ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკაში.
„შეხვედრას ესწრებოდნენ ხულოს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები. მათი მოსაზრებები და შეხედულებები გადაცემა „ჰეშთეგის” ჟურნალისტმა მაგდა მარუაშვილმა და ინტერნეტ-გამოცემა " „ბათუმელების” კორესპოდენტმა ეკა ბარამიძემ მოისმინა.
ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ გარემო პირობები, ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემა ხელს უშლის მათ სამოქალაქო აქტივიზმში ჩართულობაში”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში