თბილისი. გაეროს ბავშვთა ფონდმა ორდღიანი სამუშაო შეხვედრები გამართა თბილისის სამშობიარო სახლებისა და ბავშვთა საავადმყოფოების ნეონატალოგებთან, პედიატრებთან და ნევროლოგებთან.
„შეხვედრებისას განიხილებოდა ექიმის როლი ბავშვებში განვითარების დარღვევების დროული იდენტიფიცირების, მათი განვითარების ხელშეწყობის და ძალადობისგან დაცვის საკითხებში. აგრეთვე, როგორ უნდა მოხდეს მშობლების სწორად ინფორმირება განვითარების დარღვევის და დიაგნოზის შესახებ, რათა თავიდან იქნას აცილებული ბავშვთა ინსტიტუციონალზიაცია და მოხდეს ბავშვების დროული რეფერირება არსებულ მომსახურებებში”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში