სამცხე-ჯავახეთი. პროექტის - „ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების შესაძლებლობების გაძლიერება" - ფარგლებში, ბორჯომში ტრენინგი მიმდინარეობს.
22 სამოქალაქო აქტივისტი თბილისიდან და საქართველოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებიდან, ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან, მედიასთან, ადგილობრივ თემთან, დონორ ორგანიზაციებსა და სხვა მხარეებთან ერთად, ეფექტური კომუნიკაციის ტრენინგს გაივლის. ტრენინგი მათ შესაძლებლობას მისცემს განავითარონ უნარ-ჩვევები, რომელიც მხარესთან მიზანზე ორიენტირებული და კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული კომუნიკაციის წარმოებაში დაეხმარება.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი