თბილისი. 15 ივნისს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია მრგვალ მაგიდას მართავს თემაზე „საგადასახადო დავების გადაწყვეტის ეფექტური ინსტიტუტები, საგადასახადო სასამართლოები და ალტერნატიული გზები". შეხვედრაზე მოწვეულ სტუმრებს გააცნობენ მანამდე ჩატარებული კვლევის შედეგებს და ამ შედეგებზე დაფუძნებულ კონცეფციას. კლვევა ორი მიმართლებით ჩატარდა „საგადასახადო დავების გადაწყვეტის ეფექტური ინსტიტუტები, საგადასახადო სასამართლოები და ალტერნატიული გზები" და „გადასახადისგან თავის არიდება და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, შედარებითი ანალიზი".
აღნიშული შეხვედრა და კვლევები ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის – „ბიზნესისთვის მეგობრული ჩარჩო კანონმდებლობის მხარდაჭერა საქართველოში" – ფარგლებში ხორციელდება.