en
ge

ბათუმის მეჩეთთან დაკავშირებით სახალხო დამცველის რეკომენდაცია არ შესრულდა

თბილისი. 2018 წლის 28 მარტს სახალხო დამცველმა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს რეკომენდაციით მიმართა და იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა, რომლითაც უარი ითქვა მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე.
„საქმის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ბათუმის მერის უარყოფითი გადაწყვეტილება საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევისა და სათანადო დასაბუთების გარეშეა მიღებული. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბათუმში მდებარე „ორთა ჯამე" მლოცველებს ვერ იტევს და მათ ღია ცის ქვეშ უწევთ რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობა. მუსლიმი თემი დიდი ხანია ახალი მეჩეთის აშენებას ითხოვს და ეს საკითხი სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშებშიც აისახება”, - ნათქვამია სახალხო დამცველის გამცხადებაში, -„სახალხო დამცველმა ბათუმის მერს უარყოფითი გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება მოსთხოვა. ბათუმის მერმა სახალხო დამცველის რეკომენდაცია არ გაითვალისწინა, რაც კიდევ უფრო აჭიანურებს დარღვეული უფლების აღდგენას და არსებითად აზარალებს ადგილობრივ მუსლიმ თემს".
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)