თბილისი. „მედიის განვითარების ფონდი" (MDF) აქვეყნებს კვლევას, რომელიც ერთწლიანი მედია მონიტორინგის შედეგების ანალიზს წარმოადგენს. მისი მიზანია 2017 წელს ქართულ მედიაში გამოვლენილი ანტიდასავლური გზავნილების და ყალბი ინფორმაციის ტიპოლოგიის შესწავლა.
„ანგარიში 2017 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. შესავალ ნაწილში წარმოდგენილია კვლევის მთავარი მიგნებები, მეთოდოლოგია და ერთიანი რაოდენობრივი მონაცემები წყაროების მიხედვით. მეორე ნაწილში მიმოხილულია პროპაგანდის სტრატეგია და მეთოდები. ბოლო ნაწილში კი იმ წყაროების პროფილებია მოცემული, ვინც ყველაზე მეტად გამოირჩევა ანტიდასავლური რიტორიკით", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: mdfgeorgia.ge