7-11 მაისს, საინფორმაციო შეხვედრები თემაზე „ბავშვთა შრომა ქუჩაში" გაიმართა ბათუმში, ქობულეთსა და ოზურგეთში. შეხვედრები შედგა დაინტერესებულ მხარეებთან, სამოქალაქო განათლების პედაგოგებთან და სკოლის მოსწავლეებთან.
„საინფორმაციო შეხვედრების მიზანია: მონაწილეებს გააცნოს ქუჩაში მცხოვრებ და/ან მომუშავე ბავშვთა საჭიროებების კვლევის შედეგები; მიაწოდოს ინფორმაცია მათ ქუჩაში ფულადი სახით მოწყალების გაღების საზიანო პრაქტიკის შესახებ; ხელი შეუწყოს დისკუსიას რეგიონებში ბავშვთა შრომის კუთხით არსებული მდოგმარეობის შესახებ", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში