en
ge

ქედაში ორგანიზაციული მართვის სასწავლო კურსი ჩატარდა

აჭარა. ევროკავშირის მხარდაჭერით, დაბა ქედაში, ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მმართველი საბჭოს წევრებისთვის ჩატარდა სასწავლო კურსი „ორგანიზაციული მართვა". სწავლება მიზნად ისახავს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მმართველი საბჭოს წევრებში ორგანიზაციული მართვის ცოდნის/უნარ-ჩვევების განვითარებას და შექმნილია ზრდასრულთა განათლების მეთოდების გამოყენებით, რაც მონაწილეთა მაქსიმალურ მონაწილეობას განაპირობებს.
კურსი ევროკავშირის ENPARD-ის პროექტის - „ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის (ქედა ლიდერი)" - ფარგლებში, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის, პროექტის განმახორციელებლის – CENN-ის პარტნიორი ორგანიზაციის მიერ იყო ორგანიზებული.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)