en
ge

საკონსტიტუციო სასამართლო პროაქტიული გამოქვეყნების სტანდარტს არ იცავს

თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლო პროაქტიული გამოქვეყნების სტანდარტს არ იცავს.
„2018 წლის მარტში IDFI-მ გამოიკვლია საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე განთავსებული საჯარო ინფორმაცია. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, დადგენილების მოთხოვნების დაცვით გამოქვეყნებულია მხოლოდ 7 ქვეტიპის საჯარო ინფორმაცია, 5- არასრულად, ხოლო საერთოდ არ არის გამოქვეყნებული - 25.
IDFI მიიჩნევს, რომ ინფორმაციის საჯაროობის პრინციპის დასაცავად და საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის მეტი გამჭვირვალობისათვის, აუცილებელია სასამართლომ შეასრულოს 2013 წლის 27 დეკემბრის დადგენილებით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნებისა და ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტები. გარდა ამისა, ინფორმაციის საჯაროობის პრინციპის დასაცავად, მნიშვნელოვანია სასამართლომ ვებგვერდზე განათავსოს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ნებისმიერი ინფორმაცია", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად... 
წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)