ევროკავშირის მხარდაჭერით და ხორვატიის სოფლის განვითარების ქსელის (HMRR) ორგანიზებით ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) წევრები სასწავლო ვიზიტით ხორვატიაში იმყოფებოდნენ. ერთი კვირის განავლობაში დელეგაციამ გამართა შეხვედრები ლიკასა და დალმაციის რეგიონში არსებულ LAG-ების წარმომადგენლებთან და ადგილზე მოინახულა განხორციელებული პროექტები.
ვიზიტის მიზანი იყო სოფლის განვითარების ევროპული მოდელის – LEADER მიდგომის გამოცდილების გაზიარება, ხორვატული LAG-ების მუშაობის პრინციპების გაცნობა და წარმატებული პროექტების შესახებ ინფორმაციის გაზიარება.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი