თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე და აპარატის თანამშრომლები ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში სტავროს ლამბრინიდისს შეხვდნენ.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებსა და მათი გამოძიების ხარვეზების, პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული ვითარების, ბავშვთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრობლემების თაობაზე, რომელთა გადასაჭრელად ხელისუფლების ძალისხმევა ჯერ კიდევ არასაკმარისია.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი