en
ge

EMC და საია 12 მაისის მოვლენების სამართლებრივ შეფასებას მოამზადებენ

თბილისი. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 12 მაისის მოვლენების სამართლებრივ შეფასებას მოამზადებენ.
„ამ დრომდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გაკეთებული განმარტებების მიუხედავად, საზოგადოებაში რჩება კითხვები სპეცრაზმისა და საპოლიციო ძალის გამოყენების დასაბუთებულობასა და თანაზომიერებაზე, კლუბ "ბასიანის” მიმდებარე ტერიტორიაზე სპონტანური აქციის მონაწილეთა მიმართ პოლიციის მიერ გამოყენებული ძალის და ათეულობით პირის ადმინისტრაციული წესით დაკავების კანონიერებაზე.
12 მაისის ღამის მოვლენები, საპოლიციო ღონისძიების მასშტაბების, მასობრივი დაკავებებისა და პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების ფაქტების გათვალისწინებით, სათანადო დოკუმენტირებას და შეფასებას მოითხოვს. ამ მიზნით, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინტის ცენტრი (EMC)” და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დეტალურად შეისწავლიან 12 მაისის ღამეს და მასთან კავშირში განვითარებულ მოვლენებს", - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.
სრულად 
წყარო: emc.org.ge
 

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)