თბილისი. საია იცავდა უკრაინის მოქალაქე ნ.ტ-ს, რომელსაც საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირის სტატუსი აქვს. მან ვერ ისარგებლა „დედათა და ბავშვთა სახელმწიფო პროგრამის" ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტითა და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მშობიარობა, საკეისრო კვეთის მომსახურებით, რადგან არ არის საქართველოს მოქალაქე.
საია-ს დახმარებით, ნ.ტ-მ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე, საქართველოს სახალხო დამცველს შესაბამისი განცხადებით მიმართა. სახალხო დამცველმა დაადგინა მოქალაქეობის ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაცია და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მისი აღმოფხვრის რეკომენდაცია გაუგზავნა.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი