თბილისი. უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა, "იდენტობის" საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტთან კომუნიკაცია წარადგინეს.
კომუნიკაციის ავტორები მიმართავენ მინისტრთა კომიტეტს, არ დაუშვას საქმეზე ზედამხედველობის პროცესის შეწყვეტა და მოუწოდებენ სახელმწიფოს, მოახდინოს საქმეზე - „იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტიანი და სრულყოფლი აღსრულება და ლგბტ ჯგუფის მიმართ დისკრიმინაციასა და ჩაგვრას ფუნდამენტური, ფართო და კომპლექსური პოლიტიკით დაუპირისპირდეს.
წყარო: emc.org.ge