თბილისი. „ყოველი მესამე მოქალაქე ფიქრობს, რომ ადგილობრივი თვიმმართველობის ორგანოები მის ინტერესებს არ გამოხატავენ", - ამ დასკვნას ორგანიზაცია „საერთშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აქვეყნებს.
გამოკითხვამ, რომელიც, ორგანიზაციის დაკვეთით, „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” 2018 წლის მარტში განახორციელა, ცხადჰყო, რომ გამოკითხულთა 32% აზრით, ქალაქის მერი მათ ინტერესებს არ გამოხატავს, საკრებულოს შემთხვევაში კი, ეს მაჩვენებელი უფრო მეტია - 34%. შესაბამისად, მერების შემთხვევაში, გამოკითხულთა მხოლოდ 26% ეთანხმება მოსაზრებას, რომ მერი გამოხატავს მათ ინტერესებს, საკრებულოს შესახებ იმავე აზრს კი 22% იზიარებს.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი