თბილისი. 21 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ შპს მეტროს თანამშრომელთა პროფესიულ გაერთიანებას „ერთობა-2013"-ს, კიდევ ერთხელ, განუსაზღვრელი ვადით შეუზღუდა გაფიცვაში მონაწილეობის მიღების უფლება.
„EMC-ის მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება ფაქტობრივად უკრძალავს მეტროს მემანქანეებს გაფიცვის უფლებას განუსაზღვრელი ვადით, მიუხედავად იმისა რომ განჩინებითვე სასამართლო უდავოდ (დადგენილად) მიიჩნევს იმ გარემოებებს რაც გაფიცვის კანონიერად მიჩნევისათვის არის მნიშვნელოვანი. EMC სასამართლოს განჩინებას უახლოეს დღეებში გაასაჩივრებს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: emc.org.ge