თბილისი. ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვებისთვის ტრენინგი ჩაატარა.
PHR-ის იურისტმა ტრენინგზე ისაუბრა, თუ რა სამართლებრივი რეგულაციები და მექანიზმები არსებობს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისთვის. ყურადღება გაამახვილა ისეთ მწვავე პრობლემაზე, როგორიცაა ტრეფიკინგის საფრთხე ბავშვებში, იძულებითი შრობა და მათი სხვა ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაბმა. ასევე, ისაუბრა იმ ხარვეზებზე, რომლებსაც არსებული რეგულაციების აღსრულების პროცესში აწყდება სახელმწიფო. ტრენინგის დასკვნით ნაწილში, იურისტმა აუდიტორიის კითხვებს უპასუხა.
წყარო: phrgeorgia.wordpress.com