ქვემო ქართლი. „ქალთა საინფორმაციო ცენტრის" ექსპერტებმა მარნეულში, საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის ოფისში, მარნეულის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საკონსულტაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე, რომელიც გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ჩატარდა, იმსჯელეს მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების შესახებ და გამოკვეთეს საჭიროებები, რომელიც მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმაში აისახება.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში