იმერეთი. აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში არასამთავრობო ორგანიზაციამ „განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი" „ჰელფინგ ჰენდთან" და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით მოხალისეობის გამოფენა გამართა.
ღონისძიების მიზანია მოხალისეობის, როგორც დემოკრატიული საზოგადოების განვითარების ერთ-ერთი მძლავრი იარაღის, კულტურის პოპულარიზაცია. ყოველწლიური გამოფენა ხელს უწყობს ახალგაზრდებისა და მოქალაქეების მოხალისეობრივ პროგრამებში ჩართულობას.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში