თბილისი. მედიის განვითარების ფონდი (MDF), ილიაუნი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი მედიაწიგნიერების სასკოლო პროგრამის შემუშავებას გეგმავენ. შესაბამისი მემორანდუმი მხარეებს შორის დღეს გაფორმდა.
თანამშრომლობის ფორმატში გათვალისწინებულია, სკოლებში მედიაწიგნიერების სასწავლო კურსის დანერგვის მიზნით, სილაბუსის შემუშავება, რომელიც სასკოლო სივრცეში მედია შინაარსის კრიტიკულ გააზრებას და ინფორმაციული უსაფრთხოების უნარების განვითარებას ისახავს მიზნად. მედიაწიგნიერების კურსის და სასწავლო რესურსების მომზადების შემდეგ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრთან პარტნიორობით, დაგეგმილია მედიის განვითარების ფონდის მიერ პედაგოგთა გადამზადება და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებელთა მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაში ახალი საგნის ინტეგრირება.
პროექტი "სკოლებში მედიაწიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობა” საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი