en
ge

გაეროს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიეწოდა

თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველმა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს, ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციის „საქართველოსთან თანამშრომლობის" ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ინფორმაცია მოიცავს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უკანასკნელ პერიოდში დაფიქსირებულ ადამიანის უფლებათა დარღვევებს, მათ შორის, გადაადგილების თავისუფლებისა და გამყოფ ხაზებზე უკანონო დაკავებების, განათლების, საკუთრების უფლების დარღვევისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტებს, არჩილ ტატუნაშვილის საქმესა და სამოქალაქო აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის მიმართ განხორციელებულ ზეწოლას.
ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ზეპირ მოხსენებას, მათ შორის - საქართველოს შესახებ, ადამიანის უფლებათა საბჭოს 38-ე, ხოლო წერილობით ანგარიშს საბჭოს 39-ე სესიაზე წარადგენს.
სრულად 
წყარო: სახალხო დამცველის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)