თბილისი. 1 მაისიდან, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC) პარტნიორ ორგანიზაციებთან, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან" (IDFI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან"(CRRC) ერთად ახორციელებს პროექტს „სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა”.
„ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის მიზანია, მართლმსაჯულების სისტემის რეალური რეფორმირების ხელშეწყობა მონიტორინგის, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირების, ინდივიდუალური მოსამართლეების გაძლიერებისა და მათთან დიალოგის ხელშეწყობის გზით. პროექტი, ასევე მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ჯგუფების ჩართულობის გაზრდას მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე რეფორმებში, მათი ცნობიერების ამაღლების და მობილიზაციის გზით", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: emc.org.ge