საქართველო. ევროკავშირის მხარდაჭერით გაეროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის ორგანიზაციის (FAO) მიერ ჩატარებული წინასწარი კვლევის შედეგად, სურსათის ღირებულებათა ჯაჭვის პრიორიტეტულ მიმართულებებად რძისა და ხორცის პროდუქტები, ასევე ხორბლი, სიმინდი, კარტოფილი, ბოსტნეული და ხილი გამოვლინდა.
ევროკავშირის მიერ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამით (ENPARD) მხარდაჭერილი €12 მილიონიანი პროექტის ფარგლებში, FAO-ს ექსპერტებმა სოფლის მეურნეობის განვითარების და უფრო ინკლუზიური და მდგრადი ღირებულებათა ჯაჭვის ჩამოყალიბების მიზნით საქართველოს რვა მუნიციპალიტეტში (ლაგოდეხი, თეთრიწყარო, ახალქალაქი, დედოფლისწყარო, ყაზბეგი, ბორჯომი, ქედა, ხულო) მოსამზადებელი კვლევითი საქმიანობა განახორციელეს.
წყარო: http://enpard.ge