თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს თეატრების სპექტაკლებისა და მაყურებელთა სტატისტიკას.
საქართველოს მასშტაბით, ყველა თეატრში ჩატარებული სპექტაკლების რიცხვი, 2016 წლის გარდა, ყოველწლიურად იზრდებოდა;
2015-2016 წლებში თბილისის შემდეგ ყველაზე მეტი სპექტაკლი იმერეთის რეგიონში ჩატარდა;
სპექტაკლების მაყურებელთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდებოდა. ბოლო წლებში მაყურებელთა უმრავლესობა (63-65%) თბილისზე მოდიოდა.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში