თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), მაჩალიკაშვილის საქმის საიდუმლო მასალებზე წვდომის პრობლემაზე მიუთითებს.
„თ. მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატებსა და დამოუკიდებელ ექსპერტებს ამ დრომდე არ აქვთ დაშვება საქმისთვის არსებითი მნიშვნელოვანის მქონე მტკიცებულებებზე, რომელიც საიდუმლო ინფორმაციად არის მიჩნეული...
სისხლის სამართლის საქმეში სახელმწიფო საიდუმლოების მასალებზე წვდომის შეზღუდვის გამო პრობლემურია თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის მიერ საქმეზე კომპლექსური ექსპერტიზის დანიშვნის საკითხიც", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
ორგანიზაცია მოუწოდებს სუს-ს, უზრუნველყოს საიდუმლო მასალებზე წვდომის შესაძლებლობა.
წყარო: emc.org.ge