თბილისი. 28-29 მაისს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამის კომპონენტის „დღის წესრიგი 2030" მხარდაჭერით იმართება საერთაშორისო კონფერენცია დღის წესრიგი 2030-ის იმპლემენტაციის თემაზე.
„აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს პლატფორმას, სადაც დიპლომატიური მისიების, სამეცნიერო წრეების, სახელმწიფო, კერძო და სამოქალაქო სექტორის მაღალი რანგის წარმომადგენლებს, ისევე როგორც სხვა დაინტერესებულ მხარეებს, შესაძლებლობა აქვთ, იმსჯელონ იმპლემენტაციის პროცესის მიღწევებზე, ასევე არსებულ გამოწვევებსა და მიღებულ გამოცდილებებზე.
29 მაისს კონფერენცია გაიხსნება სამართლის პროგრამის მიერ ორგანიზებული სესიით, რომელზეც წარსდგებიან შპაიერის რეგულირების გავლენის ანალიზის (RIA) ინსტიტუტის ხელმძღვანელი პროფესორი დოქტ. იან ციკოვი და ეუთოს ექსპერტი რებეკა შულცი. სესია გაიხსნება GIZ-ის მიერ მომზადებული ფილმის ჩვენებით მდგრადი განვითარების შესახებ", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში